ფოთის პორტი გლობალურ ქსელთან მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭეა – Maersk

ფოთის პორტი გლობალურ ქსელთან მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭეა – Maersk

Maersk-მა, საერთაშორისო ლოგისტიკურმა კომპანიამ, ახალი სატრანსპორტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნებს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან შეუფერხებლად აკავშირებს. 

კომპანიის ახალი პროდუქტი – გემების და სარკინიგზო ტრანსპორტის საბოლოო ინტერმოდალური გადაწყვეტა, მიზნად ისახავს, გაიზარდოს ტვირთის გადაზიდვის ეფექტურობა, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო პროდუქციის ტრანსპორტირება აზიის მზარდ სამომხმარებლო ბაზარზე. 

ახალი მოდელი განსაკუთრებით ფოკუსირებულია ყაზახეთსა და უზბეკეთზე, შემდეგ კი ეს იქნება საფუძველი ლოგისტიკური შეთავაზებების ისეთ ქვეყნებში როგორიცაა თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. 

Maersk-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ფოთის პორტი მათთვის გლობალურ ოკეანის ქსელთან მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭეა, რადგან ამ პორტიდან რკინიგზით ტვირთი უპრობლემოდ იგზავნება აზერბაიჯანსა და ბაქოში – შემდეგ კი ბაქოდან კასპიის ზღვის გავლით აქტაუსკენ. ბოლოს კი ტვირთი მის საბოლოო მიმართულებას მიეწოდება, კონკრეტულად ცენტრალურ აზიას ალმათში, ასტანასა და ტაშკენტში. 

შესაბამისად, უწყვეტი და საიმედო ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად, Maersk საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში საიმედო ლოგისტიკური კავშირების მნიშვნელობაზე მიუთითებს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ეს სტრატეგიული მიდგომა ეფექტიანი და უსაფრთხო მიწოდების შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ამცირებს შეფერხებებს და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას. 

“სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან Maersk უკვე ყოვლისმომცველ სარკინიგზო და ოკეანე-სარკინიგზო ქსელს გთავაზობთ, რათა ევროპის ბაზრები ჩინეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დააკავშიროს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ  A.P. Moller – Maersk არის ინტეგრირებული ლოგისტიკური კომპანია, რომელიც თავისი მომხმარებლებისთვის მიწოდების ახალ ქსელებსა და ამ პროცესის გამარტივებაზე მუშაობს. როგორც ლოგისტიკური სერვისების გლობალური ლიდერი, კომპანია 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…
2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი ექსპორტზე $516 მილიონით მეტია

2024 წელს საქართველომ $2.2 მილიარდის აგროსურსათი იყიდა – იმპორტი…

2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ…
დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

დღევანდელი დროის ყველაზე სახიფათო ეკონომიკური დანაშაულები: სიღრმისეული ანალიზი

საბა ხელაშვილი, ადვოკატი ეკონომიკური დანაშაულების შესავალი ეკონომიკური დანაშაული 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ეს ფენომენი მოიცავს უკანონო და დახვეწილ ქმედებათა…